3:2 - ბელალ მუჰამედი მიიჩნევს, რომ უმარმა მერაბს მოუგო
UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონმ, ბელალ მუჰამედი მიიჩნევს, რომ უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილი დაამაარცხა.
„უმარი 3:2“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
Umar 3-2
— Belal Muhammad (@bullyb170) January 19, 2025
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 3 მსაჯიდან ორმა, მერაბს 5-დან 3 რაუნდი მისცა, ერთმა კი 4:1 დააფიქსირა.
ჩხუბის დასრულების შემდეგ, უმარმა განაცხადა, რომ საწყის რაუნდებში ხელი მოიტეხა, რამაც ორთაბრძოლაზე დიდი გავლენა იქონია.
„მანქანამ“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა. მერაბმა ნურმაგომედოვს, რომელიც UFC-ში პარტერში არავის გადაუყვანია, 7 თეიქდაუნი შეუსრულა და ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი დაამხო. დვალიშვილს UFC-ის ისტორიაში ყველაზე მეტი თეიქდაუნი აქვს შესრულებული - 92.