21 წლის ტუნისელი ბათუმის დინამოში | საინტერესო ფაქტები ხაიტ უაჰაბიზე
ტუნისის ჩემპიონმა „ესპერანსმა’’ 21 წლის საყრდენი ნახევარმცველი ხაიტ უაჰაბი ბათუმის „დინამოში’’ გაანათხოვრა. ინფორმაცია ტუნისელის აჭარულ კლუბში გადასვლის შესახებ ფეხბურთელის მენეჯერმა, ვიტალი რიდლევიჩმა დაადასტურა.
ხაიტ უაჰაბის ყველაზე ცნობილი ფოტო კარიმ ბენზემასთან აქვს, 2023 წელს არაბთა მეფის ჩემპიონთა თასზე ბენზემას „ალ-იტიჰადი'' უაჰაბის „ესპერანსს'' დაუპირისპირდა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის ახალწვეულს საინტერესო სანაკრებო გამოცდილება აქვს, 2023 წელს აფრიკის 20-წლამდე ეროვნებათა თასზე ტუნისი მე-4 ადგილზე გავიდა, 5 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოში). მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა (მესამეადგილისთვის).
ამავე წელს მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა, ტუნისის ნაკრების კაპიტანი იყო.
რაც შეეხება საკლუბო კარიერას, „ესპერანსის’’ აღზრდილია, transfermarkt-ის მონაცემებით ამ კლუბისთვის 38 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.
2023 წელს „ესპერანსი’’ აფრიკის კონფედერაციის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ეგვიპტურ „ალ აჰლისთან’’ დამარცხდა.
2023-24 წლების სეზონში ხაიტ უაჰაბი ტუნისის ჩემპიონი გახდა.
უაჰაბის 2024 წლის თამაშის კადრები