ყველაზე მოკრძალებული ჩემპიონია - მოკაევი დვალიშვილზე
დაღესტნელი სპორტსმენებისა და გულშემატკივრების გარდა, UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილის მიერ ჩატარებული ბრძოლით MMA-ს თითქმის ყველა მოყვარული აღფრთოვანებულია. მათ შორისაა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ყოფილი მებრძოლი მოჰამედ მოკაევი, რომელმაც ქართველი „მანქანის“ მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.
რას ამბობს მერაბზე
ბრძოლამდე და მისი დასრულების შემდგომ შექმნილი მძიმე ფონიდან გამომდინარე, დვალიშვილის სიტყვებითა და მისი საქციელით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ. მას შეეძლო ოპონენტზე ბევრი ცუდი რამ ეთქვა და უმარი დაემცირებინა, მაგრამ ამის სანაცვლოდ სამოტივაციო სიტყვებზე აქცენტის გადატანა გადაწყვიტა. მერაბს ყოველთვის ვაფასებდი და ახლა ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ ის UFC-ის ყველაზე მოკრძალებული ჩემპიონია.
ცნობისათვის, თავად დვალიშვილმა განაცხადა, რომ თავის დივიზიონში თავს საუკეთესო მებრძოლად თვლის და დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუ ვის დაუპირისპირდება მომავალში. გავრცელებული ინფორმაციით, მერაბის შემდეგ მეტოქე შონ ომალი, ან პიოტრ იანი იქნება.