კარლო ანჩელოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

გადაწყვეტილება არ შეიცვლება - ანჩელოტიმ რეალიდან წასვლა გადაწყვიტა

ბოლო პერიოდში, მადრიდის რეალის რამდენიმე სამარცხვინო წაგების შემდეგ, აქტიურად იწერებოდა, რომ კარლო ანჩელოტი მადრიდის რეალს დატოვებდა.

იტალიელი სპეციალისტის მიმდინარე სეზონში განხორციელებული სამუშაოთი გულშემატკივრები კმაყოფილები არ არიან.

სულ ცოტა ხნის წინ, ესპანურმა გამოცემებმა მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელებს. ვიგებთ, რომ თავად ანჩელოტიმ გადაწყვიტა რეალის დატოვება.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა შედეგს დააფიქსირებს მადრიდული გრანდი. გადაწყვეტილება უცვლელია. 65 წლის სპეციალისტი, სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბიდან წავა. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს ლეგენდარულ იტალიელს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, კარლოს მეორედ დანიშვნის შემდეგ, ბლანკოსმა 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ლა ლიგა, ერთი კოპა დელ რეი, 2 უეფა-ს სუპერ თასი, ერთი ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო, ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და 2 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ანჩელოტის რეალი ლა ლიგას ლიდერობს. უახლოეს მდევარს ატლეტიკოს 2 ქულით უსწრებს, ხოლო ბარსელონას 7 ქულით. ამ მომენტისთვის, სამეფო კლუბი კოპა დელ რეის ¼- ფინალში იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ფაზასაც დიდი ალბათობით წარმატებით დაძლევს.

მსგავსი სიახლეები