გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

პირველი მეკარე ალისონი იქნება | დენი მერფიმ მამარდაზე ისაუბრა

„ლივერპულის’’ ყოფილი ფეხბურთელი დენი მერფი ფიქრობს, რომ შემდეგ სეზონში მერსისაიდული კლუბის პირველი მეკარე კვლავ ალისონი იქნება. მერფის სიტყვებს ბრიტანული  TeamTalk-ი ავრცელებს.

„ვფიქრობ, შემდეგ სეზონში „ლივერპულის’’ სასტარტო 11-ეულის მეკარე ალისონი იქნება, მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდება, კელეჰერი გუნდს დატოვებს. კელეჰერი საოცარი მეკარეა, იმსახურებს შანსს და პირველ მეკარეობას.

ვფიქრობ, კელეჰერი კარიერაში კარგ ნაბიჯს გადადგამს, სხვა კლუბში გადავა, მეორე მეკარე მამარდაშვილი იქნება, რომელსაც ალისონი სწავლასა და დამკვიდრებაში დაეხმარება.

სად შეიძლება წავიდეს კელეჰერი? ვფიქრობ, ერთი ვარიანტი „ჩელსია’’, თუმცა რობერტ სანჩესს დიდი პროგრესი აქვს. ვფიქრობ, რამდენჯერმე უსამართლოდ გააკრიტიკეს მცირე შეცდომების გამო. ის ნამდვილად კარგი მეკარეა’’.

დენი მერფიმ ქართველ მეკარეზე გასულ ზაფხულში, აგვისტოში ისაუბრა. მისი კომენტარიდან რამდენიმე დღეში ქართველი მეკარე „ლივერპულმა'' შეიძინა.

„გამიმართლა და მისი თამაში ევროპის ჩემპიონატზე ვნახე. ევრო 2024-მდე მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ევროპის ჩემპიონატზე, მამარდაშვილი ბრწყინვალე იყო. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და მეკარისთვის საჭირო კომპონენტებში კარგია. ვგულისხმობ ბურთების მოგერიების უნარსა და მსგავს რაღაცებს. გიორგი ფეხით ნორმალურად თამაშობს, სიმაღლეში დაახლოებით ორი მეტრია და ვფიქრობ, მისი გადმოყვანა შესანიშნავი ტრანსფერი იქნება. მამარდაშვილი სუპერ მეკარეა“.

შეგახსენებთ, გასული ზაფხულის მიწურულს გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიადან'' „ლივერპულში'' 35 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა ერთწლიანი იჯარით „ღამურებში'' დარჩა.

მიმდინარე სეზონში ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, 16-დან 4-ში კარი მშრალად შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გოგლიჩიძის ახალი მსურველი | მილანს და იუვეს კონკურენტი გამოუჩნდა
გოგლიჩიძის ახალი მსურველი | მილანს და იუვეს კონკურენტი გამოუჩნდა