შეთანხმება მიღწეულია - ანტონი ბეტისში ითამაშებს
ახალი არავისთვის არის, რომ ანტონიმ მანჩესტერ იუნაიტედში ვერ გაამართლა და დიდი ხანია ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად აღარ ითვლება.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ დატვირთულია. ბეტისმა კი საკუთარი გუნდის გაძლიერებაზე იზრუნა.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ბეტისსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის შეთანხმება შედგა.
ბრაზილიელი გარემარბი ესპანურ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება. მხარეებს შორის აბსოლუტურად ყველა დეტალი შეთანხმებულია და სამედიცინო შემოწმებაც ჩაინიშნა. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი არ ჩადებულა და ანტონი მიმდინარე წლის ივნისში წითელ ეშმაკებს დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის შემტევი მანჩესტერმა 2022 წელს 95 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა, მაგრამ მან გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.
ანტონიმ 2022 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 96 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.