“ეს ძალიან დიდი სკანდალია“ - ლაპორტა მსაჯებს დაუპირისპირდა
მიმდინარე სეზონში ბარსელონას გულშემატკივრები ლა ლიგის მსაჯებით უკმაყოფილებას ვერ მალავენ.
გულშემატკივრებს არც ბლაუგრანას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ჩამორჩა და ხეტაფესთან მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო მსაჯი საჯაროდ გააკრიტიკა.
ლაპორტა:
„ხეტაფესთან მატჩის მსაჯობა სირცხვილი იყო. ის, რომ კუნდეზე პენალტი არ დაინიშნა, არის სკანდალი!! ვფიქრობ, ყველამ უნდა ნახოს ეპიზოდი ახლიდან. ეს ძალიან დიდი სკანდალია.“
???? "El ARBITRAJE en GETAFE fue una VERGÜENZA".
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) January 20, 2025
???? Brutal 'RAJADA' de LAPORTA por el penalti no pitado a Koundé.
???? @marccnunezz pic.twitter.com/WC1qWHqDpC
შეგახსენებთ, რომ ჟიულ კუნდეს ეპიზოდი მატჩის მიწურულს მოხდა, როდესაც ფრანგი ფეხბურთელი ბურთის კარში დარტყმას აპირებდა, თუმცა ის მცველმა წააქცია და ეპიზოდი განიმუხტა.
აღნიშნულ მომენტს სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოყვა. საინტერესო ის ფაქტიც, რომ მთავარ არბიტრს ეპიზოდის გადასამოწმებლადაც არ დაუძახეს, რაც კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას აჩენს.
ხეტაფესთან დაკარგული ქულების შემდეგ, ბარსელონა ლა ლიგის ლიდერს მადრიდის რეალს 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე პოზიცია მყოფ ატლეტიკოს ხუთით.