„უმარ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ“ | ხაბიბის პირველი კომენტარი
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელიც უმარ ნურმაგომედოვის კუთხეში იდგა, მერაბ დვალიშვილთან გამართულ ორთაბრძოლას გამოეხმაურა. „არწივმა“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და უმარი გაამხნევა.
„როგორც ველოდებოდი, რთული საღამო იყო. უმარ, თავი მაღლა ასწიე. გუშინ, დაამტკიცე, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, მაგრამ ამ მომენტისთვის არის რაღაც, რაზეც უნდა იმუშაო. შეცდომებზე ვიმუშავებთ და სატიტულო რბოლაში დავბრუნდებით“.
შეგახსენებთ, რომ UFC 311-ზე, ხაბიბი სამი მებრძოლის კუთხეში იდგა. ისლამ მახაჩევმა და ტაგირ ულანბეკოვმა გაიმარჯვეს, უმარმა კი დვალიშვილს ვერაფერი მოუხერხა და სატიტულო ორთაბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო.
„მანქანამ“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა. მერაბმა ნურმაგომედოვს, რომელიც UFC-ში პარტერში არავის გადაუყვანია, 7 თეიქდაუნი შეუსრულა და ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი დაამხო. დვალიშვილს UFC-ის ისტორიაში ყველაზე მეტი თეიქდაუნი აქვს შესრულებული - 92.