ლევან ოსიყმაშვილი
Aa
Aa

6-თვიანი იჯარა | ოსიყმაშვილი კარიერას ისრაელში გააგრძელებს

თბილისის „დინამოს’’ 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი ლევან ოსიყმაშვილი კარიერას ისრაელში, უმაღლესი ლიგის კლუბ „ჰაპოელ ჰადერაში’’ გააგრძელებს.

როგორც ებრაული კლუბის ოფიციალური გვერდი წერს, ლევანმა ახალ გუნდში პირველად გუშინ ივარჯიშა და შესაძლოა დღეს ჩემპიონატის მატჩში „ირონი ტიბერიასთან’’ ითამაშოს.

თბილისის „დინამოს’’ პრესსამსახურის ინფორმაციით, ოსიყმაშვილი ებრაულ კლუბში 6-თვიანი იჯარით გადავიდა.

ისრაელის პრემიერ ლიგაში „ჰაპოელ ჰადერა’’ ბოლო, მე-14 ადგილზეა, თუმცა ცხრილში სიმჭიდოვეა, მაგალითად მე-12 ადგილზე მყოფს 3 ქულით ჩამორჩება. რეალურია რომ გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

ლევან ოსიყმაშვილი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრია, რომელიც ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. რამაზ სვანაძემ შესარჩევ ციკლში ექვს მატჩში ათამაშა, 6-დან სამ შეხვედრაში სასტარტოში დააყენა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან კარგი ფეხბურთელია“ | რა თქვა სამირ ნასრიმ კვარაცხელიაზე
„ძალიან კარგი ფეხბურთელია“ | რა თქვა სამირ ნასრიმ კვარაცხელიაზე