ხვიჩა კვარაცხელია, სამირ ნასრი
Aa
Aa

„ძალიან კარგი ფეხბურთელია“ | რა თქვა სამირ ნასრიმ კვარაცხელიაზე

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, სამირ ნასრი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს გამოეხმაურა. ქართველმა გარემარბმა საკუთარი მომავალი „პარი სენ-ჟერმენს“ დაუკავშირა და ნასრის თქმით, როცა „კვარას“ კარგი დღე აქვს, მაღალი დონის მოთამაშეა.

„ლიგა 1-ში და ჩემპიონთა ლიგაზე, ბრედლი ბარკოლამ მოუკლო და ასეთი ხარისხის მქონე ფეხბურთელის დამატება სწორი გადაწყვეტილება იყო. კვარაცხელიამ იცის, როგორ გაიმარჯვოს და შეუძლია, მოპირდაპირე ფლანგზე, უსმან დემბელეს დამხმარე იყოს.

ვფიქრობ, კვარაცხელია, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მატჩებში, გუნდს დამატებით ხარისხს შესძენს, რადგან როცა კარგი დღე აქვს, ძალიან კარგი ფეხბურთელია“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „კვარა“ დაახლოებით 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და მასთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი სადებიუტო შეხვედრას 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიამ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა - მამარდას სამი მოგერიება ჰქონდა
ვალენსიამ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა - მამარდას სამი მოგერიება ჰქონდა