„არ ვთვლი, რომ წავაგე“ | უმარის კომენტარი და მოტეხილი ხელის ვიდეო
უმარ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მერაბ დვალიშვილთან გამართულ საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ისაუბრა. უმარმა საკუთარ გულშემატკივარს „მანქანასთან“ მოტეხილი ხელის ვიდეო გაუზიარა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი აზრით, არ დამარცხებულა.
„არავითარი თავის გასამართლებელი მიზეზები. ჩემპიონი აუცილებლად გავხდები, სხვა ყველაფერი მნიშვნელოვანი არაა. მთელმა მსოფლიომ საპირისპიროს მტკიცება რომც დამიწყოს, მაინც ვთვლი, რომ ეს ორთაბრძოლა არ წამიგია. ტრავმას გავუმკლავდები და დავბრუნდები“.
დვალიშვილმა ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 3 მსაჯიდან ორმა, მერაბს 5-დან 3 რაუნდი მისცა, ერთმა კი 4:1 დააფიქსირა. ჩხუბის დასრულების შემდეგ, უმარმა განაცხადა, რომ საწყის რაუნდებში ხელი მოიტეხა, რამაც ორთაბრძოლაზე დიდი გავლენა იქონია.
შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა. მერაბმა ნურმაგომედოვს, რომელიც UFC-ში პარტერში არავის გადაუყვანია, 7 თეიქდაუნი შეუსრულა და ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი დაამხო. დვალიშვილს UFC-ის ისტორიაში ყველაზე მეტი თეიქდაუნი აქვს შესრულებული - 92.