სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილმა 9 წუთი ითამაშა და 4 ქულა ჩააგდო | სან ანტონიომ მაიამისთან წააგო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მესამე თამაში წააგო. „მემფის გრიზლისთან“ ორჯერ დამარცხების შემდეგ, ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდა და მატჩი 107:128 დათმო.

„სან ანტონიომ“ კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 30:20 მოიგო, თუმცა, მეორე და მესამე თორმეტწუთეული ჩააგდო. „სპურსმა“ მეორე მეოთხედი 11:26, ხოლო მესამე - 27:46 წააგო და თამაშში გარდატეხა ვეღარ შეიტანა.

მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა და პარკეტზე 9 წუთი გაატარა. სანდროს ანგარიშზე 4 ქულა, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. „მამუმ“ 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. მის გუნდში საუკეთესო დევინ ვესელი იყო - 23 ქულა. ვიქტორ ვემბანიამამ 21 ქულა, 10 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.

„მაიამის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი კელილ უეარი იყო - 25 ქულა, 8 მოხსნა. დანკან რობინსონმა 21 ქულა გააკეთა. ტერი როზიერმა 20 ქულა დააგროვა, ხოლო ტაილერ ჰირომ მატჩი 18 ქულით დაასრულა.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 19 მოგება და 22 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 გახლავთ. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს გამართავს და „ინდიანა პეისერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„უმარმა შეცდომები დაუშვა, ხაბიბი დამწუხრებული იყო“ | რა თქვა მახაჩევმა მერაბის გამარჯვებაზე
„უმარმა შეცდომები დაუშვა, ხაბიბი დამწუხრებული იყო“ | რა თქვა მახაჩევმა მერაბის გამარჯვებაზე