გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ბევრი სამუშაო გვაქვს - მიქაუტაძის იმედგაცრუება

ალექსანდრ ლაკაზეტის ტრავმის ფონზე, „ლიონის“ ქართველმ ფორვარდს გიორგი მიქაუტაძეს გუშინ თავის გამოჩენის ბრწყინვალე შანსი მიეცა და „ტულუზასთან“ XVIII ტურის შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა თანაგუნდელების მსგავსად, მანაც გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და „ოლიმპიკმა“ შინაურ კედლებში გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა. 24 წლის ქართველმა ფორვარდმა თამაშის მეორე დღეს საინტერესო კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მიქაუტაძემ

ოთხშაბათს გამართული სათასო მატჩისგან განსხვავებით, სადაც სენსაციურად დავმარცხდით, ამჯერად ბევრი ვიბრძოლეთ, ორთაბრძოლებში ვმონაწილეობდით, მოვიგეთ საკმარისზე მეტი დუელი, მაგრამ გოლის გასატანად ბოლო პასის სიზუსტე გვაკლდებოდა.

გამარჯვების გზას გვინდა დავუბრუნდეთ, თუმცა საამისოდ ბევრი მუშაობა მოგვიწევს. გვსურდა მოგვეგო პირველ რიგში ერთგული გულშემატკივრებისგან გასახარებლად, რომლებიც ტრადიციულად ჩვენს გვერდით იდგნენ, მაგრამ ამჯერადაც არაფერი გამოგვივიდა და მომდევნო თამაშებმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

გიორგის მიერ ნახსენები მომდევნო მატჩის ჩატარება „ლიონს“ 23 იანვარს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში, სტუმრად ჟოზე მოურინიოს „ფენერბაჰჩესთან“ მოუწევს და თამაში თბილისის დროით 21:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრე ნანტთან - ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო
ფრე ნანტთან - ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო