სატიტულო ბრძოლა? მოცდა მოუწევს - უაითი ცარუკიანზე
UFC 311-ის დასრულების შემდეგ ამ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა დენა უაითმა თითქმის ყველა აქტუალურ თემაზე ისაუბრა და ბუნებრივია არმან ცარუკიანის საკითხსაც შეეხო, რომელიც ისლამ მახაჩევთან გასამართ ქარდის მთავარ ბრძოლას ზურგის ტრავმის გამო ჩაეხსნა. შეკითხვაზე იქნება თუ არა სომეხი მებრძოლის მომდევნო ჩხუბი სატიტულო, უაითმა საინტერესო პასუხი გასცა.
რა თქვა დენამ
არავითარ შემთხვევაში. არმანს მოცდა და იმის ხელახლა დამტკიცება მოუწევს, რომ ჩემპიონობის პრეტენდენტთა შორის მოხვედრას იმსახურებს. ხანდახან ცხოვრება გვაძლევს შანსს, რომელსაც რაღაც მიზეზების გამო ვერ ვიყენებთ და ცარუკიანმა ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.
უაითის კომენტარის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ცარუკიანი მაიკლ ჩენდლერმა გამოიწვია, რაზეც სომეხმა უპასუხა, რომ ამერიკელისთვის უფრო საინტერესო ჩარლზ ოლივეირასთან დაპირისპირება იქნება, რომელთანაც ორჯერ, 2021 და 2024 წლებში წააგო.