„ბრძოლას თავიდან ვუყურე და...“ - ილია თოფურია მერაბს მიმართავს
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ჩხუბს ეხმაურება.
„მატადორი“ წერს, რომ ბრძოლას თავიდან უყურა, რის შემდეგაც ქართველი „მანქანის“ გამარჯვებაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა.
ილია თოფურია:
„ახლახანს, ბრძოლას თავიდან ვუყურე და მერაბი ნამდვილად დომინირებდა ყველა ასპექტში და არამხოლოდ ჭიდაობაში. ის აკონტროლებდა თავის გონებას, კარდიოსა და ძალას. მერაბ, შენ შესრულების სრულიად განსხვავებული დონე აჩვენე. მთელი დამსახურება და პატივისცემა შენთანაა. საქართველოს უყვარხარ! თუ ღმერთი ჩვენთან არის, ვინ წამოვა ჩვენს წინააღმდეგ?“
View this post on Instagram
ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.