ფრე ნანტთან - ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ნანტს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 დამარცხდა.
ქართველი შემტევი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ზურიკო დავითაშვილი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და მეორე ნახევარში გამათანაბრებელი გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა, ხელსაყრელი პოზიციიდან მისი დარტყმული მეტოქის მცველმა დაბლოკა. ამის გარდა, 23 წლის შემტევი სახიფათო დრიბლინგებსა და მოძრაობებს გვთავაზობდა, მაგრამ სამწუხაროდ, მატჩი შედეგიანი მოქმედების გარეშე დაასრულა.
ანგარიში მე-14 წუთზე მოზეს საიმონმა გაიტანა, რომელმაც „სენტ-ეტიენის“ მცველის შეცდომით ბრწყინვალედ ისარგებლა. მასპინძლებმა წონასწორობა 86-ე წუთზე, ბოაკიეს შორეული გასროლით აღადგინეს.
18 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 17 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-16 ადგილზე იმყოფება. საგულისხმოა, რომ ზურიკოს გუნდს „ნანტთან“ თანაბარი ქულები აქვს და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, გასავარდნ ზონას თავს დააღწევდა.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ქართველმა შემტევმა მიმდინარე ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-17 მატჩი ჩაატარა და თავი 6 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
„სენტ-ეტიენი“ მომდევნო ტურში სტუმრად „ოსერს“დაუპირისპირდება. მატჩი 24 თებერვალს, საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.