ოლივეირა რევანშს ითხოვს - მახაჩევს დუ პლესისთან ჩხუბი სურს
UFC 311-ის მთავარ ბრძოლაში პირველივე რაუნდში ბრაზილიელი რენატო მოიკანოს საბმიშენით დამარცხების შემდეგ, ისლამ მახაჩევმა მოგებათა სერია 15 ბრძოლამდე გაზარდა და მსუბუქ წონით დივიზიონში ქამარი ოთხჯერ დაიცვა, რითაც ლეგენდარული თანამემამულის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მიღწევა გაიმეორა.
მახაჩევი ამ ბრძოლამდეც აცხადებდა, რომ ზედა დივიზიონში ძალების მოსინჯვა სურდა, თუმცა მოიკანოს ძლევის შემდეგ უკვე სასურველი მეტოქეც დაასახელა. დაღესტნელმა ჩემპიონმა აღნიშნა, რომ თუ დენა უაითი კონტრაქტს შესთავაზებს, ის მზადაა ქამრისთვის საშუალო წონით დივიზიონში სამხრეთ აფრიკელ დრიკუს დუ პლესის დაუპირისპირდეს, რომელმაც 9 თებერვალს საჩემპიონო ბრძოლა შონ სტირკლენდთან უნდა ჩაატაროს.
ისლამის მიზანი სამი დივიზიონის ჩემპიონობაა, თუმცა მედიის წარმომადგენელი კიდევ უფრო შორს წავიდა და ჰკითხა, რამდენად შეუძლია ქვემძიმე წონაში ალექს პერეირასთან დაპირისპირება, რაზეც დაღესტნელმა მიუგო, რომ ეს ნამეტანი იქნება. პარალელურად კი, ჩარლზ ოლივეირამ დენა უაითს მიმართა, რომ მზადაა გაზაფხულზე მახაჩევთან სარევანშო ბრძოლა გამართოს, რომელთანაც 2022 წლის ოქტომბერში დამარცხდა.