ხვიჩა კვარაცხელია, ლევან კობიაშვილი
Aa
Aa

კვარას სახეზე ღიმილი დაუბრუნდა - კობიაშვილი ხვიჩას ტრანსფერზე

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. 23 წლის ვარსკვლავი გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი და მის სანაცვლოდ ფრანგულმა გრანდმა 70 მილიონი ევრო გადაიხადა. საკლუბო წინსვლამ კიდევ უფრო დადებითად უნდა იმოქმედოს ხვიჩას სანაკრებო ასპარეზობაზეც, რისი დიდი იმედი აქვს ლევან კობიაშვილს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კვარას ტრანსფერზე გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას ისაუბრა.

რა თქვა კობიაშვილმა

ხვიჩას სახეზე ღიმილი დაუბრუნდა, ეს კი ყველაზე მეტად მახარებს. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ბოლო თვეები, როდესაც კვარაში თითქოს ის ძველებური ემოციები და პოზიტივი აღარ იგრძნობოდა, რითაც კარიერის საწყის ეტაპზე ყველას თავს გვამახსოვრებდა.

სულ ვამბობდი, რომ იმ შოკისმომგვრელი და თავბრუდამხვევი სადებიუტო სეზონის შემდეგ, რომელშიც კვარამ „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა, საჭირო იყო მისი ისეთი მწვრთნელის ხელში მოხვედრა, რომელიც მას კიდევ უფრო მეტად განავითარებდა. აქედან გამომდინარე მიხარია, რომ პსჟ-ში ლუის ენრიკეს დონის სპეციალისტი ხვდება.

ხვიჩამ თავისი თამაშით თავის დროზე არამხოლოდ „ნაპოლი“, არამედ მთლიანად იტალიის ჩემპიონატი შეცვალა. იმ პრობლემებიდან გამომდინარე კი, რომელსაც მას ბოლო პერიოდში უქმნიდნენ, ხვიჩა იმდენად ღირსეულად მოიქცა, რომ მსგავსი რამ ფეხბურთში იშვიათად მახსენდება.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ახალი კლუბის შემადგენლობაში უკვე ივარჯიშა. ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ მას თამაშის უფლება არ აქვს და კვარას დებიუტი სავარაუდოდ, მომავალ შაბათს, „რეიმსთან“ საშინაო მატჩში შედგება, რომელიც თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე მუდამ ხვიჩას ითხოვდა - პსჟ-ს უარი რეშფორდს და ლეაუს
ლუის ენრიკე მუდამ ხვიჩას ითხოვდა - პსჟ-ს უარი რეშფორდს და ლეაუს