მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მერაბს ეტყობოდა, რომ შურისძიება უნდოდა“ - ტაქტაროვი საჩემპიონო ბრძოლაზე

MMA-ის ყოფილმა რუსმა მებრძოლმა, ოლეგ ტაქტაროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და ქართველი „მანქანა“ შეაქო.

რას ამბობს ტაქტაროვი:

„რატომ არ დაეთანხმა უმარი ბრძოლის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებას? არ ვიცი... მას შეუძლია ის თქვას, რაც უნდა, ეს მისი საქმეა. ახლა მან თავისი დანაკარგები მაქსიმალურად უნდა შეამციროს... ძალიან ვისიამოვნე ამ ბრძოლის ყურებით. მეხუთე რაუნდის წინ ვფიქრობდი: „რა კარგად იპოვეს ბიჭებმა ერთმანეთი, მათ ერთმანეთთან კიდევ საბი ბრძოლის ჩატარება შეუძლიათ“. პირველი სამნახევარი რაუნდი ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მათი მეორე ბრძოლის ნახვა ნაკლებად სავარაუდო იყო. ამის მიუხედავად, დიდი ხანია ჩხუბისგან ასეთი სიამოვნება არ მიმიღია. ორივე ბიჭი საკმაოდ დატვირთული იყო. თავიდან ცოტა ფრთხილად დაიწყეს, რადგან ერთმანეთის ეშინოდათ, შემდეგ კი საერთოდ სხვა რაღაც იყო“.

„მერაბმა აშკარად მოიგო. როგორ უნდა მიეცათ უმარისთვის გამარჯვება? როგორ შეიძლება ამაზე გაბრაზება? სალაპარაკო არაფერია. მერაბის მხრიდან გამარჯვების სურვილი საზღვრებსაც გასცდა. უმარს კი ცოტა მეტი ჭკუა უნდა ეხმარა და მერაბი ბრძოლის წინ არ უნდა გაებრაზებინა. დვალიშვილი ოქტაგონზე გაბრაზებული, დამუხტული გამოვიდა და მზად იყო მოსმენილი სიტყვების გამო შური ეძია. ეს ფრაზები რომ არ მოესმინა, ალბათ, თანაბარი ბრძოლა იქნებოდა. ასე რომ, ქართველს ჰქონდა დამატებითი მიზეზი მოსაგებად. მეტოქეს პირიქით, დაძინება სჭირდებოდა, უმარმა კი ის უფრო გააბრაზა და დამუხტა“.

ცნობისთვის, ოლეგ ტაქტაროვი UFC-ის ერთ-ერთი პირველი მებრძოლი და UFC 6-ის გამარჯვებულია.

რაც შეეხება მერაბისა და უმარის საჩემპიონო ბრძოლას, ქართველმა „მანქანამ“ რუსი მებრძოლი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, მიყვარხართ ქართველებო!“ | ჩემპიონის ინტერვიუ ოქტაგონზე
„მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, მიყვარხართ ქართველებო!“ | ჩემპიონის ინტერვიუ ოქტაგონზე