ხამზატ ჩიმაევი, დენა უაითი
Aa
Aa

დენა უაითი: „ჩიმაევის დრო მოვიდა“

UFC-ის თითოეული ღონისძიება სანახაობრივი ორთაბრძოლების გარდა გამოირჩევა იმ ფაქტით, რომ მისი მსვლელობისას ხდება მომავალში გასამართი შეხვედრების დააანონსება. თბილისის დროით, დღეს დილით გამართული ქარდისას ცნობილი გახდა, რომ საშუალო წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამრისთვის 9 თებერვალს, დრიკუს დუ პლესი და შონ სტირკლენდი იბრძოლებენ, რის შემდეგაც ბუნებრივია ყველას გაუჩნდა კითხვა ამავე წონის მებრძოლის ხამზატ ჩიმაევისა და მისი მომდევნო დაპირისპირების თაობაზე.

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა აღნიშნა, რომ ჩეჩენი მებრძოლის დრო დგება და ტიტულის მომდევნო პრეტენდენტი სწორედ ჰამზატი იქნება, თანაც მისი დიდი სურვილია, რომ ჩიმაევმა ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატაროს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ჩიმაევს ამ ორგანიზაციაში ჩატარებული რვა შეხვედრიდან რვა გამარჯვება აქვს მოპოვებული. ცოტა ხნის წინ კი, ის UFC-ის ქართველი მებრძოლის გურამ ქუთათელაძის მოწვევით, რომლის ახლო მეგობარიცაა, თბილისში იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩიმაევის მინიშნება - მეტოქე მალე გაირკვევა
ჩიმაევის მინიშნება - მეტოქე მალე გაირკვევა