საოცარი პროფესიონალია, მინდა რომ დარჩეს | ლევანტეს მწვრთნელი ქოჩორაზე
ლა ლიგა 2-ის 23-ე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ შინ „გრანადას'' 3:1 მოუგო. მატჩის საბოლოო ანგარიში გიორგი ქოჩორაშვილმა დააფიქსირა, ცაციათი ზუსტად დაარტყა და ამ სეზონში მორიგი გოლი გაიტანა.
მატჩის შემდეგ „ლევანტეს'' მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ ქოჩორაზე ისაუბრა:
„სატრანსფერო ბაზრის ცეცხლს ხელს ვერ დავადებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქოჩორა ჩვენთან დარჩება. თუ ლა ლიგაში აღზევება გვსურს, მისი დარჩენა მნიშვნელოვანია. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ცოტა დროა დარჩენილი. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გუნდი მოვიდეს და მის სანაცვლოდ თანხა გადაიხადოს. მე მისი დარჩენა მსურს, ის საოცარი პროფესიონალია და მასთან ერთად ძალიან კარგი რაღაცები ხდება. იმედი მაქვს, დარჩება. მჯერა, მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევს’’.
ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში „ლევანტე’’ 39 ქულიღ მესამე ადგილზეა, ლიდერ „ალმერიას’’ 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა „ალმერიას'' ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული. 24-ე ტურში „ლევანტე’’ „დეპორტივოს’’ ესტუმრება (25 იანვარი).
ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში გიორგი ქოჩორაშვილმა 18 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. „ლევანტესთან’’ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
transfermark-ის მონაცემებით, ქოჩორაშვილის სატრანსფერო თანხა 4 მილიონი ევროა.