„ვნახოთ ვინ ვის დააფინიშებს“ | ისლამ მახაჩევის პასუხი ილიას განცხადებას
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიას პოსტზე ისაუბრა. მახაჩევის გამარჯვების შემდეგ, „ელ მატადორმა“ დაწერა, რომ შეუძლია, ის მარტივად დაამარცხოს, რაზეც, ისლამს პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ჰკითხეს.
„რამდენი მეტოქე მყოლია და ყველა ამბობს, რომ პირველ ან მეორე რაუნდში დამაფინიშებს, მაგრამ როგორც ოქტაგონზე ვთქვი, მსუბუქი წონითი დივიზიონის წონა ჩააბარეთ, გალიაში შემოდით და ვნახოთ, ვინ ვის დააფინიშებს“.
თოფურიას პოსტს რაც შეეხება, ილიამ ასეთი განცხადება გააკეთა: „ისლამ, რომ მომინდეს, დაგაფინიშებ, რომ მომინდეს, დაგანოკაუტებ. ამ ყველაფერს მარტივად გავაკეთებ, მალე შევხვდებით“.
Islam, if I want to, I can finish you.if I want to, I can knock you out. I'll make it look easy. Se you soon ????
— Ilia Topuria (@Topuriailia) January 19, 2025
ცნობისთვის, მახაჩევმა რენატო მოიკანო პირველ რაუნდში დააფინიშა და მახრჩობელა ილეთით იმარჯვა. ისლამმა ზედიზედ მე-15 გამარჯვება იზეიმა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. მას არმან ცარუკიანის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ სომეხი მებრძოლი ოქტაგონზე ტრავმის გამო ვერ გავიდა.