მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უმარმა შეცდომები დაუშვა, ხაბიბი დამწუხრებული იყო“ | რა თქვა მახაჩევმა მერაბის გამარჯვებაზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ორთაბრძოლის შედეგს გამოეხმაურა. მახაჩევმა განაცხადა, რომ „მანქანამ“ თავისი სამუშაო შესანიშნავად შეასრულა, უმარმა კი შეცდომები დაუშვა, რაც ახალგაზრდული ასაკის ბრალია.

„იყო თუ არა რთული უმარის ჩხუბის შემდეგ ემოციების გაკონტროლება? სიმართლე გითხრათ, ძალიან ძნელი იყო. ვხურდებოდი, მაგრამ პარალელურად, უმარისა და მერაბის დაპირისპირებას ვუყურებდი. რა თქმა უნდა, გული დამწყდა, მაგრამ უმარი კარგად გამოიყურებოდა. ახალგაზრდაა, წარმატებასაა მოწყურებული და დრო საკმარისად აქვს.

ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე, შეცდომები დაუშვა, მერაბმა კი თავისი სამუშაო ძალიან კარგად შეასრულა. ახლო ორთაბრძოლა იყო და თან, უმარმა ხელი მოიტეხა. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ დაბრუნდება და ერთ დღეს, UFC-ის ჩემპიონი გახდება.

როგორ გრძნობდა ხაბიბ ნურმაგომედოვი (ხაბიბი უმარისა და ისლამის კუთხეში იდგა და მათ რჩევებს აძლევდა) თავს უმარის წაგების შემდეგ? რა თქმა უნდა, დამწუხრებული იყო. როცა უმარის ჩხუბის შემდეგ, გასახდელში შემოვიდა, მითხრა, ჩემს ორთაბრძოლაზე გამეკეთებინა აქცენტი. ახლა ალბათ, უმართან ერთად საავადმყოფოში მიდის“.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა რენატო მოიკანო დაამარცხა და ბრაზილიელი მეტოქე პირველივე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დააფინიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რომ მომინდეს დაგასრულებ“ - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
“რომ მომინდეს დაგასრულებ“ - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა