მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

„უმარმა გაკვეთილი მიიღო, ახლა მანქანის დროა“ | რა თქვა ალჯომ მერაბის გამარჯვებაზე

მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა ქართველი მებრძოლის წარმატებაზე ისაუბრა. „მანქანამ“ UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი პირველად დაიცვა და საჩემპიონო ორთაბრძოლაში, უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

„დღეს ერთმა მებრძოლმა ყველაფერი დაამტკიცა, მეორეს კი ბევრი რამ აქვს სასწავლი. უმარმა მძიმე გაკვეთილი მიიღო. ის ახალგაზრდა მებრძოლია და ერთ დღეს ჩემპიონი გახდება, მაგრამ ახლა მერაბის დროა!

პირველი ორი რაუნდი ძალიან ახლო და დაძაბული იყო. მესამე რაუნდიდან, მომენტუმი ჩვენს მხარეს გადმოვიდა და ჩანდა, რომ უმარი შენელდა. მერაბს ვუთხარით, რომ ნურმაგომედოვი დაღლილი იყო და ტემპი და ზეწოლა შეენარჩუნებინა. ყველაფერი დავინახეთ და ყველაფრისთვის მზად ვიყავით.

არ მინდა, ვინმე დავაკნინო, მაგრამ ტოპ 15-ის წევრ მებრძოლებს უნდა ეჩხუბო, რათა გაიგო, რეალურად რას წარმოადგენ. როცა დანიშნულების ადგილას მიხვალ და აღმოაჩენ, რომ სათანადო დონეზე არ ხარ, გული გწყდება. გიჟური საღამო იყო და ახლა ზეიმის დროა“.

ცნობისთვის, უმარის წინააღმდეგ UFC-ში თეიქდაუნი არავის შეუსრულებია, დვალიშვილმა კი ის პარტერში 7-ჯერ გადაიყვანა, რითაც „მანქანამ“ UFC-ის რეკორდი დაამყარა. მერაბმა ჟორჟ სენ-პიერს გადაუსწრო და მის ანგარიშზე 92 თეიქდაუნია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბ, რა მებრძოლი ხარ“ | ილია თოფურია დვალიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა
„მერაბ, რა მებრძოლი ხარ“ | ილია თოფურია დვალიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა