მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ეს კაცი მართლა მანქანაა“ | როგორ გამოეხმაურნენ UFC-ის მებრძოლები მერაბის ტრიუმფს

მერაბ დვალიშვილმა და უმარ ნურმაგომედოვმა საოცარი ორთაბრძოლა გამართეს. „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და მისი წარმატება UFC-ის მებრძოლებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ.

„ქედი მოიხარეთ მერაბ დვალიშვილის წინაშე. ორივე მებრძოლმა საოცარი გამოსვლა აჩვენა“, - დრიკუს დუ პლესი.

„გილოცავ მანქანავ! მერაბ, ეს შთამბეჭდავი იყო. ერთი სული მაქვს, შენთან კიდევ როდის ვიჩხუბებ“, - პიოტრ იანი.

„ეს კაცი მანქანაა! ამაზე ორი აზრი არაა“, - ჯასტინ გეიჯი.

„რა ჩხუბი იყო! მერაბ დვალიშვილის ყურება ძალიან სასიამოვნოა“, - რაფაელ დოს ანიოსი.

„არიიის! მერაბი ნამდვილი მანქანაა! ეს ჩხუბი ნამდვილი ომი იყო“, - ტერენს მაკკინი.

„მერაბბბბბბბბ“, - ალ იაკვინტა.

„არასდროს შეიტანოთ ეჭვი ჩემპიონის გულში! მერაბი მანქანაა!“, - ენტონი პეტისი.

„მერაბი ნამდვილი ცხოველია. რა საოცარი გამოსვლა ჰქონდა! დვალიშვილი უფრო დიდ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა. ღმერთო ჩემო, მისი ტემპი სხვა სამყაროდანაა“, - ბენ ასკრენი.

„კარდიო, ტემპი, კარდიო. მათ წინააღმდეგ ფსონს არასდროს ჩამოხვიდეთ“, - მეტ ბრაუნი.

„რა სიამოვნებაა ასეთი მაღალი დონის ჩხუბის ყურება“, - ჯულიანა პენია.

„ვფიქრობ, მერაბს შეუძლია, დღესვე კიდევ ერთი ბრძოლა გამართოს“, - ჯონი უოკერი.

„მერაბის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. რა ცხოველია! უმარიც კარგი მებრძოლია, საოცარი ჩხუბი იყო“, - კრის უაიდმენი.

„მისნაირი არასდროს არავინ მინახავს“, - დენიელ კორმიე პირდაპირი რეპორტაჟისას.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა კარიერაში ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა, უმარმა კი პირველად წააგო. „მანქანამ“ საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა და ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი დაამხო. დვალიშვილმა UFC-ის ისტორიაში ყველაზე მეტი, 92 თეიქდაუნი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მგონია, რომ წავაგე, პირველი სამი რაუნდი ჩემი იყო“ | რა თქვა უმარმა ჩხუბის შემდეგ
„არ მგონია, რომ წავაგე, პირველი სამი რაუნდი ჩემი იყო“ | რა თქვა უმარმა ჩხუბის შემდეგ