ისლამ მახაჩევი, რენატო მოიკანო
Aa
Aa

დომინანტი ჩემპიონი | მახაჩევმა მოიკანო პირველ რაუნდში დააფინიშა

UFC 311-ის მთავარი მოვლენა ისლამ მახაჩევისა და რენატო მოიკანოს დაპირისპირება გახლდათ. მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ტიტული დომინანტურ სტილში დაიცვა და ბრაზილიელი მეტოქე პირველივე რაუნდში დააფინიშა.

მოიკანომ ჩხუბი კარგად დაიწყო და რამდენიმე სახიფათო კომბინაცია განახორციელა, თუმცა, რაუნდის შუაში, მახაჩევმა თეიქდაუნი შეასრულა. ისლამი პარტერში ფენომენალურია და როცა მოიკანომ თავის დაძვრენა სცადა, მახაჩევს მახრჩობელა ილეთის გაკეთების საშუალება მისცა და მალევე დანებდა.

„ყოველთვის ფინიშს ვეძებ. გითხარით, რომ მხოლოდ ლაპარაკით არ შემოვიფარგლები. თუ მეტოქე პატარა შანსს მომცემს, მას გამოვიყენებ და ბრძოლას დავასრულებ. ჩემთვის სულერთია მეტოქე ვინაა. თუ მსუბუქ წონით დივიზიონში წონის დაფიქსირება შეგიძლია, ოქტაგონზე გამოდი და ჩემ წინ დარჩი. ვინ იქნება შემდეგი? ეს ჩემი საქმე არაა. თუ ვინმეს ეს ქამარი უნდა, გალიაში შემოვიდეს“, - განაცხადა ისლამმა ჩხუბის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა მსუბუქ წონით დივიზიონში, ტიტული ყველაზე მეტჯერ დაიცვა. ისლამს კარიერაში 27 მოგება და 1 მარცხი აქვს და ზედიზედ 15 შეხვედრაა არ წაუგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნამდვილი ომი და ბრწყინვალე საჩემპიონო რაუნდები | მანქანამ ტიტული დაიცვა
ნამდვილი ომი და ბრწყინვალე საჩემპიონო რაუნდები | მანქანამ ტიტული დაიცვა