„მერაბ, რა მებრძოლი ხარ“ | ილია თოფურია დვალიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი პირველად დაიცვა. „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო და მის წარმატებას UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია გამოეხმაურა.
„მერაბ, ჩემო ძმაო, რა მაგარი მებრძოლი ხარ! უდიდესი სიამაყის საფუძველს გვაძლევ! აი, ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულ ჭიდაობას ხვდება“, - დაწერა „ელ მატადორმა“ X-ის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა კარიერაში მე-19 გამარჯვება იზეიმა და ზედიზედ მე-12 ორთაბრძოლა მოიგო. „მანქანამ“ UFC-ის რეკორდიც დაამყარა. მერაბმა ლეგენდარულ ჟორჟ სენ-პიერს გადაასწრო და UFC-ში ყველაზე მეტი, 92 თეიქდაუნი შეასრულა. ლეგენდარული კანადელის ანგარიშზე 90 თეიქდაუნი იყო.
გეტყვით იმასაც, რომ „მანქანამ“ საჩემპიონო რაუნდები უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მსაჯებმა მის სასარგებლოდ, 49-46, 48-47, 48-47 დააფიქსირეს. მერაბი Pound for Pound რეიტინგში მე-7 პოზიციას იკავებდა და იმედი ვიქონიოთ, რომ დაწინაურდება.