საუკეთესო იყო - შერმადინის ბრწყინვალე თამაში ბასკეტ ჟირონასთან
კალათბურთში, ესპანეთის ACB ლიგის მე-17 ტურში „ტენერიფემ’’ შინ „ბასკეტ ჟირონას’’ 100-80 მოუგო.
მატჩის MVP გიორგი შერმადინი გახდა, 17:26 წუთში 24 ქულა ჩააგდო და 11 მოხსნა შეასრულა. გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ესპანეთის მიმდინარე საკალათბურთო ჩემპიონატში „ტენერიფემ’’ 17-დან 12 მატჩი მოიგო, 5 დათმო. შერმადინის გუნდი 24 ქულით მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „გრან კანარიასთან’’ გამართავს (26 იანვარი).