გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო | მიქაუტაძის გუნდის უგოლო ფრე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში „ლიონმა’’ შინ „ტულუზასთან’’ 0:0 ითამაშა.

ლაკაზეტი ტრავმირებულია და მის არყოფნაში „ლიონის’’ სასტარტოს გიორგი მიქაუტაძე დაუბრუნდა, თუმცა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, ერთი რეალური საგოლე მომენტიც არ ჰქონია, Sofascore-სა და Whoscored-ის მონაცემებით „ლიონში'' ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 18 მატჩი ჩაატარა, 18-დან ექვს შეხვედრაში სასტარტოში მოხვდა, 12 თამაშში ცვლილებაზე გამოვიდა.

ლიგა 1-ის 18 შეხვედრაში მიქაუტაძის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე პასია.

18 ტურში „ლიონმა’’ 29 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზეა. მე-19 ტურში ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი „ნანტი’’ „ლიონს’’ მიიღებს (26 იანვარი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძე: პსჟ ყველაზე დიდ ნაბიჯს კვარასთან ერთად გადადგამს
არველაძე: პსჟ ყველაზე დიდ ნაბიჯს კვარასთან ერთად გადადგამს