ჯადული იობაშვილი
Aa
Aa

იჯარით თელავში | გაგუამ დინამოდან იობაშვილი წაიყვანა

CrystalSport-ის ინფორმაციით, თბილისის „დინამომ’’ ჯადული იობაშვილი „თელავში’’ გაანათხოვრა.

გასულ სეზონში ვალერი გაგუას ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო 2’’-ში 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მოგეხსენებათ, გაგუა „დინამოდან'' წამოვიდა და ახლახანს „თელავის’’ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ასე რომ იობაშვილი კარგად ნაცნობ სპეციალისტთან იმუშავებს.

2024 წლის სეზონში ჯადულიმ „დინამოს'' პირველ გუნდში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15-დან ექვს შეხვედრაში სასტარტოში მოხვდა, 1 გოლი „სამგურალს'' გაუტანა. კონფერენს ლიგაზეც ითამაშა, „მორნართან'' ორივე მატჩში სკამზე იჯდა და ცვლილებაზე გამოვიდა. წარმატებული სეზონი არ ჰქონია, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გაცილებით მეტის მოლოდინია.

21 წლის თავდამსხმელისთვის, რომელიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კანდიდატია, მუდმივი სათამაშო დრო ძალიან მნიშვნელოვანია. ევრო 2025-ის შესარჩევში რამაზ სვანაძემ იობაშვილი სამ მატჩში ათამაშა, ჯადულის გოლით მოლდოვას სტუმრად მოუგეს, თუმცა გასულ წელს ჯადულის ახალგაზრდულ ნაკრებში არ უთამაშია. მიუხედავად ამისა, ნიჭიერი და პერსპექტიული ფორვარდია და ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ სიაში მოიაზრება.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები