ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

ჰაიდენჰაიმმა სანკტ-პაულისთან წააგო | ბუდუს ერთი საგოლე მომენტი ჰქონდა

ბუნდესლიგის მე-18 ტურში „ჰაიდენჰაიმი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე იცავს, საკუთარ კედლებში „სანკტ-პაულის“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

პირველი გოლი 24-ე წუთზე გავიდა - სტუმრებმა პენალტი გამოიმუშავეს, რომელიც ზუსტად იოჰანეს ეგეშტაინმა შეასრულა. მატჩის მიწურულს მასპინძლების გოლი ვიდეორეფერიმ გააუქმა, დამატებულ დროში კი ოლადაპო აფოლაიანის პასის შემდეგ მორგან გილავოგიმ „ჰაიდენჰაიმის“ კარში მეორე გოლი გაიტანა და მატჩის შედეგთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოხსნა.

რაც შეეხება ქართველ ფორვარდს, ფრანკ შმიდტმა ის ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და 77-ე წუთზე შეცვალა. 22-ე წუთზე ბუდუს კარგი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა მისი თავური დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

ბუდუმ Sofascore-ისგან 6,3-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 დარტყმა კარისკენ, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 1 საგოლე მომენტი, 25 შეხება ბურთთან, 16-დან 8 ზუსტი პასი (50%), 1 ზუსტი გრძელი პასი, 4-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 8-დან 3 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. ბუდუმ 11-ჯერ დაკარგა ბურთი, ერთხელ მოხვდა თამაშგარეში და მეტოქეს ერთხელ დაარღვევინა წესები.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმს“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, „კარლსრუედან“ შეუერთდა და 2 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

18 მატჩის შემდეგ „ჰაიდენჰაიმს“ 14 ქულა აქვს და ამ დროისთვის ბუდუს გუნდი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ჰაიდენჰაიმი“ 25 იანვარს, გასვლაზე „აუგსბურგის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“შეუცვლელი არავინ არის“ - ნაპოლის ყოფილი სპორტული დირექტორი კვარაზე
“შეუცვლელი არავინ არის“ - ნაპოლის ყოფილი სპორტული დირექტორი კვარაზე