ბარძაყის კუნთის მცირე დაჭიმულობა | ქლევერლიმ ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
ჩემპიონშიფის 27-ე ტურში „დერბი ქაუნთი’’ „უოტფორდს’’ მიიღებს. ამ მატჩს გიორგი ჩაკვეტაძე მცირე დაზიანების გამო გამოტოვებს. მას ბარძაყის მცირე დაჭიმულობა აქვს. როგორც „უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმ ტომ ქლევერლიმ აღნიშნა, სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და შემდეგ ნათელი გახდება, თუ როდის დაბრუნდება მოედანზე.
ტომ ქლევერლი: „გიორგის ბარძაყის მცირე დაჭიმულობა აქვს. მას გამოკვლევები ჩაუტარდება, მაგრამ ამ ეტაპზე კარგი ნიშნებია. ჩაკვეტაძე ის ფეხბურთელია, რომელიც კლუბს თუ ნაკრებში ყოველთვის სასტარტოში თამაშობს, დაღლილობის ნიშნები აჩვენა. იმედი მაქვს, მაქსიმალურად მალე დაბრუნდება’’.
გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ყველა მატჩში ითამაშა, ყოველთვის სასტარტოში იყო, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, მისი კრეატივი და ტექნიკა „უოტფორდის’’ თამაშზე დიდ გავლენას ახდენს. 26 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა ცხადია მისი საგოლე პასების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა, მისი თანაგუნდელები დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტად რომ მოქმედებდნენ.