21-ე საუკუნეში მეხუთედ | რეალი IFFHS-ის ვერსიით წლის საუკეთესო კლუბი გახდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2024 წლის კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილზე მადრიდის „რეალი“ მოხვდა.
სამეულში „სამეფო კლუბთან“ ერთად „ლევერკუზენი“ და „ატალანტაც“ მოხვდნენ, რეიტინგის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:
- რეალი
- ლევერკუზენი
- ატალანტა
- ლივერპული
- ბოტაფოგო
- მანჩესტერ სიტი
- ბარსელონა
- ფლამენგო
- ატლეტიკო მადრიდი
- დორტმუნდი
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ IFFHS-ის ვერსიით წლის საუკეთესო კლუბი მეხუთედ გახდა - მანამდე ეს 2000, 2002, 2014 და 2017 წლებში მოხდა. ამ მაჩვენებლით მადრიდული კლუბი „ბარსელონას“ გაუთანაბრდა.
აქვე გეტყვით, რომ 2024 წელს „რეალმა“ 5 ტიტული მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.