„მოიკანო ცარუკიანზე უფრო სახიფათო მეტოქეა“ - დემეტრიუს ჯონსონი
UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ექსჩემპიონმა, დემეტრიუს ჯონსონმა UFC 311-დან არმან ცარუკიანის ჩახსნაზე და მახაჩევი-მოიკანოს დაპირისპირებაზე ისაუბრა.
ჯონსონის თქმით, მახაჩევისთვის ბრაზილიელთან ჩხუბი უფრო რთული იქნება.
რა თქვა დემეტრიუს ჯონსონმა:
„ვიღაცები ამბობენ, რომ ახლა ქარდი უფრო სუსტად გამოიყურება. მე ამას არ ვეთანხმები. მახაჩევი-მოიკანო უფრო კარგი ჩხუბი იქნება, ვიდრე მახაჩევი-ცარუკიანი. მოიკანო საკუთარ თავს წაგების უფლებას არ მისცემს, ეს ჩხუბი ისლამისთვის უფრო რთული იქნება. მახაჩევმა 24 საათში სამოქმედო გეგმა უნდა მოიფიქროს.
ისლამი P4P რეიტინგის პირველი ნომერია, ასე რომ მას ყველასთან შეუძლია ჩხუბი, თუმცა გარკვეული კორექტივების შეტანა მოუწევს, იმიტომ რომ მოიკანოს ჩხუბის სტილი ცარუკიანის სტილისგან განსხვავებულია. ვფიქრობ, მოიკანო ცარუკიანზე უფრო სახიფათო მეტოქეა“.
შეგახსენებთ, რომ UFC მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერი, არმან ცარუკიანი ისლამ მახაჩევთან სატიტულო ჩხუბს ტრავმის გამო ჩაეხსნა და მას, დენა უაითის გადაწყვეტილებით, რეიტინგის მეათე ნომერი, ბრაზილიელი რენატო მოიკანო შეცვლის.