ხვიჩა კვარაცხელია, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

“შეუცვლელი არავინ არის“ - ნაპოლის ყოფილი სპორტული დირექტორი კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელია. ინფორმაცია ფრანგულმა გუნდმა დაადასტურა და ქართველი შემტევი ოფიციალურად წარადგინა.

ჯვაროსნების შემტევის წასვლას, ნაპოლის ყოფილი სპორტული დირექტორი ჯიჯი პავარესე გამოეხმაურა.

პავარესე:

„კვარაცხელია ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი იყო სერია ა-ში. ეს მისი გადაწყვეტილებაა და დრამა არ უნდა შევქმნათ. შეუცვლელი არავინ არავის. მისი დარჩენა კონტრპროდუქტიული იქნებოდა. ნაპოლი სწორად მოიქცა, რომ პსჟ-ს შეთავაზებას დათანხმდა. ამით ხვიჩას მოთხოვნებიც დაკმაყოფილდა.

ვინ შეცვლის მას კიეზა თუ გარნაჩო? მოდით გადაწყვეტილების მიღება კონტეს ვანდოთ. ახალგაზრდა არგენტინელი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ძვირი ღირს. ვნახოთ რა მოხდება. ახლა დროა ყველაფერს თავი დავანებოთ და ატალანტასთან მატჩზე ვიფიქროთ.“

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ პარი სენ ჟერმენმა 70 მილიონი ევრო გადაიხადა. ამით კვარა ფრანგული გრანდის ისტორიაში მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

ხვიჩაზე წინ ნეიმარი(222 მილიონი ევრო), კილიან მბაპე(180 მილიონი ევრო და რანდალ კოლო მუანი(95 მილიონი ევრო) არიან. კვარა ახალ გუნდში 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ტრანსფერით არაფერი მთავრდება - პსჟ აქტიურობას განაგრძობს
კვარას ტრანსფერით არაფერი მთავრდება - პსჟ აქტიურობას განაგრძობს