კვარას ტრანსფერით არაფერი მთავრდება - პსჟ აქტიურობას განაგრძობს
Aa
Aa

კვარას ტრანსფერით არაფერი მთავრდება - პსჟ აქტიურობას განაგრძობს

ნასერ ალ-ხელაიფის მიერ „პარი სენ-ჟერმენის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენის შემდეგ, ეს გუნდი ლამის ყველა სატრანსფერო ბაზარზე უზომოდ აქტიურია და ტრადიცია ამჯერადაც არ ირღვევა. Footmercato-ს ცნობით, პარიზელები ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით არ შემოიფარგლებიან და იანვარში კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდებიან, რომელსაც მოედნის შუა ნაწილის გამაგრება დაევალება.

რას წერენ პსჟ-ს ტრანსფერებზე

კვარაცხელია შეტევის გაძლიერებისთვის უდავოდ კარგი დივიდენდია, თუმცა ლუის ენრიკეს სხვა საფიქრალიც ბევრი აქვს. ფაბიან რუისი ძველებურ დონეზე აშკარად ვეღარ გამოიყურება, უორენ ზაირ-ემერიც არადამაჯერებელია და ამ ყველაფრის გამოისობით, მოედნის ცენტრალური ხაზის გამაგრება უზომოდ მნიშვნელოვანია.

პარიზელთა სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი უახლოეს დღეებში გერმანიაში უნდა გაფრინდეს და „შტუტგარტთან“ ანჯელო შტილერის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამოიწყოს, რომელსაც შვაბები 30 მილიონ ევროდ აფასებენ. ფასი ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს და რაც ყველაზე მთავარია, ენრიკეს ფეხბურთელი ძალიან მოსწონს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ დღეს სტუმრად „ლანსს“ დაუპირისპირდება, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი კი ფრანგულ გრანდში სავარაუდოდ მომდევნო ტურში, „რეიმსთან“ საშინაო შეხვედრაში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს შესანიშნავი მოგზაურობა იყო!“ - ნაპოლი კვარას დაემშვიდობა
„ეს შესანიშნავი მოგზაურობა იყო!“ - ნაპოლი კვარას დაემშვიდობა