„უმარი მარცხის გემოს პირველად გაიგებს“ – დვალიშვილის ბოლო კომენტარი ბრძოლამდე
გუშინ გამართული ოფიციალური აწონვების ცერემონიის შემდეგ, რამდენიმე საათის წინ UFC 311-ის აწონვების შოუ გაიმართა, სადაც პროტოკოლის მიხედვით, მებრძოლებს კომენტარების გაკეთების საშუალება ეძლევათ და ბუნებრივია ეს შანსი როგორც მერაბ დვალიშვილმა, ასევე უმარ ნურმაგომედოვმა გამოიყენა, რომელიც ტრადიციულად ფაფახით გამოცხადდა და მასთან ერთად მისი ლეგენდარული ნათესავი ხაბიბ ნურმაგომედოვი იმყოფებოდა.
მერაბ დვალიშვილი
ვგრძნობ, რომ ამ დაპირისპირებისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად მზად ვარ. იმედია თითოეული გულშემატკივარი სიამოვნებას მიიღებს, რადგან ვაპირებ ქამარი პირველივე ჯერზე წარმატებულად დავიცვა და უმარ ნურმაგომედოვმა კარიერაში პირველად მარცხს გემო გაუსინჯოს.
უმარ ნურმაგომედოვი
ლაპარაკის დრო აღარ არის. ხვალ ორივე გალიაში შევალთ და მაყურებელი ყველაფერს იხილავს. მე აქ ვარ საიმისოდ, რომ საჩემპიონო ქამარი მოვიპოვო, ოცნება ავისრულო და მერაბ დვალიშვილს გაკვეთილი ჩავუტარო.
გასაგები მიზეზების გამო, სწორედ ამ ცერემონიაზე შედგა მთავარი ბრძოლის მონაწილეების, ისლამ მახაჩევისა და მისი ახალი მოწინააღმდეგის, რენატო მოიკანოს პირველი პირისპირ დგომი. ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ საერთოდ არ აინტერესებს, ვინ რას ფიქრობს მასზე, რადგან ხვალ გალიაში შევა და ჩემპიონი გახდება.