კამარ ბოლდუინი
Aa
Aa

ბოლდუინის 15 ქულა - ბასკონიამ პანათინაიკოსს აჯობა

საკალათბურთო ევროლიგის XXII ტურში „ბასკონიამ“ „პანათინაიკოსი“ 14-ქულიანი სხვაობით, 91:77 დაამარცხა, გამარჯვებულებს შორის კი ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი კამარ ბოლდუინი გახლდათ, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 3 ასისტი დააკლდა.

27 წლის კალათბურთელმა ოთხიდან ორი სამქულიანი, ექვსიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ბოლდუინმა ორივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა, ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო და საერთო ჯამში მატჩი 15 ქულით, 7 შედეგიანი პასით, 3 ჩაჭრით, 2 მოხსნითა და 1 დაფარებით დააგროვა.

22 თამაშის შემდეგ 9 მოგებითა და 13 წაგებით „ბასკონია“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბოლდუინი და მისი თანაგუნდელები 19 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატში „ბრეოგანთან“ გამართავენ, ევროლიგაში კი 23 იანვარს, სტუმრად მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 4 ქულა - სპურსი მემფისთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
მამუკელაშვილის 4 ქულა - სპურსი მემფისთან დიდი ანგარიშით დამარცხდა