Goal.Com: კვარა თუ ბარკოლა? პსჟ-ში ხვიჩას დიდი კონკურენცია ელის
როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ ჟერმენში გადავიდა, რასაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.
საინტერესო სტატიას გვთავაზობს ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com, რომელიც ქართველი ფეხბურთელის როლზე წერს.
Goal.Com
„იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი პარი სენ ჟერმენს ეკუთვნის, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მიესალმა, თუმცა პარიზში მის პოზიციაზე უკვე ბარკოლაა. ერთის მხრივ, ნაპოლის მისი შემცვლელის მოძებნა და სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა მოუწევს, ხოლო საპირისპიროდ, პარი სენ ჟერმენში ლუის ენრიკეს სულ სხვა პრობლემა ექნება.
ესპანელ სპეციალისტს ყოველთვის ჰქონდა ბევრი არჩევანი და ამ სიას ხვიჩა დაემატა. იპოვის კვარაცხელია თავის ადგილს პარიზში, თუ სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის რისკი არსებობს? ეს ძნელად სავარაუდოა, რადგან ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაჯდა.
ინვესტიცია კვარაში
უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის უზარმაზარი ხარჯი, რომელიც პსჟ-მ კვარაცხელიას შესაძენად გაიღო. როგორც უკვე მოგახსენეთ, ტრანსფერი 70 მილიონი დაჯდა, მაგრამ ბონუსების ჩათვლით კიდევ 5 მილიონი ევრო დაემატება. ასეთი ტრანსფერი, განსაკუთრებით იანვარში იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ 2001 წელს დაბადებული ქართველი პარი სენ ჟერმენის ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კვარას გადაბირება ფრანგებს ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში სურდათ.
ოდნავ განსხვავებული სიტუაცია
თუ ხვიჩა ნაპოლის უპირობო ლიდერი და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, აქ ცოტა სხვა სიტუაცია იქნება. ფრანგულ გიგანტში გაცილებით დიდი კონკურენციაა. ჩამოთვლილი მიზეზების გამო, რა თქმა უნდა, სავარაუდოა, რომ კვარა ლუის ენრიკეს პირველი არჩევანი იქნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავა, რაც თამაშების რაოდენობას აუცილებლად გაზრდის.
ბარკოლა
კვარაცხელიას ნომერ პირველი კონკურენტი ბრედლი ბარკოლაა. 2002 წელს დაბადებული ფრანგი ვარსკვლავი, რომელიც სულ უფრო მეტად იდგამს ფესვებს პსჟ-ს ახალ პროექტში.
ბარკოლა თამაშობს იგივე როლს, როგორიც ხვიჩას პარი სენ ჟერმენში მარცხენა ფლანგზე ჰქონდა. ფრანგს სტატისტიკას უკეთესი აქვს. 26 მატჩი, 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.
სხვა ვარიანტები ლუის ენრიკესთვის
რა თქმა უნდა, გასარკვევია, შეეცდება თუ არა ლუის ენრიკე ალტერნატიული გადაწყვეტილებების პოვნას და მათ ძირითად შემადგენლობაში ერთად დაყენებას.
მარჯვენა ფლანგიდან ესპანელ მწვრთნელს დემბელეს იმედი უნდა ჰქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მას რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. პარი სენ ჟერმენს შემტევ ხაზში დემბელე, ბარკოლა, კოლო მუანი, კანგ-ინ ლი, დეზირე დუე, მარკო ასენსიო და გონსალუ რამუში ჰყავს. ახლა კი მათ ხვიჩა კვარაცხელიაც დაემატა. წინ საინტერესო მოვლენები გველოდება.“