ბაიერნი, თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

“გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა“ - შენგელია ბაიერნთან მატჩის შემდეგ

მიუნხენის ბაიერნთან დიდებული მატჩის შემდეგ, თორნიკე შენგელიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

შენგელია:

„მე უბრალოდ გუნდის ნაწილი ვარ. ამდენი ტრავმის ფონზე თამაში ადვილი არ არის. დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც ბევრი იმუშავეს, რომ ამდენი სივრცე მქონოდა. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, მაქსიმუმის გაღებას ვცდილობ.

დღევანდელი გამარჯვებით ბედნიერი ვარ. რეალურად ეს ადვილი არ იყო. ბაიერნი დიდებული გუნდია და დარბაზში საოცარი ატმოსფერო სუფევდა. ეს გამარჯვება ჩვენი მებრძოლი ხასიათის დამსახურებაა. ბოლომდე გვჯეროდა და მწვრთნელი ჩვენგან სწორედ ამას ითხოვს. ვფიქრობ, ეს იყო მთავარი.“

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელმა ევროლიგაზე, ბაიერნის წინააღმდეგ 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.

ამ შედეგით კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი მატჩის MVP გახდა. ცნობისთვის, ვირტუს ბოლონიას 7 მოგება და 15 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციას იკავებს. იტალიური გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 იანვარს, კრემონას წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები