ნერეშის მისვლამ მოვლენები დააჩქარა - კანავარო კვარას წასვლაზე
ხვიჩა კვარაცხელიას წასვლასთან დაკავშირებით, ნეაპოლურ სპორტულ პრესაში არაერთი მოქმედი თუ ვეტერანი ფეხბურთელის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მათ ეკითხებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო 23 წლის ქართველი მოთამაშე პარტენოპეისთვის და ვინ შეიძლება ღირსეულად ჩაანაცვლოს პსჟ-ში წასული ვარსკვლავი ისე, რომ გუნდის საჩემპიონო ამბიციებს არაფერი დაემუქროს. ამჯერად ერთ-ერთი გამოცემის რესპოდენტი 2006 წლის ფაბიო კანავაროს ძმა გახლდათ.
პაოლო კანავარო
საუკეთესოების შენარჩუნება მუდამ რთულია და ფეხბურთში ასეთები ხშირად ხდება. ვერ დაგამშვიდებთ და ვერ გეტყვით, რომ ხვიჩას წასვლა „ნაპოლის“ არ დაეტყობა, მაგრამ არიან მოთამაშეები, რომლებიც მის შეცვლას თუ ვერ შეძლებენ, შეეცდებიან მაინც, ამისთვის კი ალეხანდრო გარნაჩო იდეალურად ვარიანტად მიმაჩნია. როგორც ამბობენ, კვარა წასვლას დიდი ხანია აპირებდა, მაგრამ მგონია, რომ პროცესები დავიდ ნერეშის მისვლამ აშკარად დააჩქარა.
პაოლო კანავარო, რომელიც ძმის მსგავსად ცენტრალური მცველი გახლდათ, „ნაპოლიში“ 2006-2014 წლებში თამაშობდა და 236 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.