„აქ მოსაგებად ვარ“ | პარი სენ-ჟერმენის მოკლე ვიდეო ხვიჩაზე
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ფრანგულმა გრანდმა ტრანსფერი რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დაადასტურა და ახლახან, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც „კვარა“ კარიერულ ცვლილებებზე საუბრობს.
„დამშვიდობება ყოველთვის რთულია, მაგრამ ბევრად მარტივია, როცა საკუთარ მომავალს გამარჯობას ეუბნები. აქ მოსაგებად ვარ. ჩემი თავდაუზოგავი მუშაობა ახლა იწყება“, - ამბობს კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ მოკლე ვიდეოში.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ პარიზულ კლუბთან კვარას კონტრაქტი 2029 წლამდე იქნება გათვლილი. კვარა პსჟ-ში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. სხვადასხვა გამოცემის ინფორმაციით, ფრანგული კლუბი „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, „ნაპოლისთან“ შედარებით, პსჟ-ში კვარას ხელფასი 5-ჯერ გაიზრდება. გუშინ კვარამ სოციალურ ქსელში „ნაპოლისთან“ გამოსამშვიდობებელი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თქვა, რომ კლუბიდან წასვლის დრო დადგა.