„ლუის ენრიკე, პსჟ-ს პროექტი, მიზნები“ | კვარას პირველი ინტერვიუ ახალ კლუბში
„პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ საკლუბო ტელევიზიასთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ:
„ჩემთვის დიდი პატივია, პსჟ-ს მაისური მოვირგო. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდეს კლუბში თამაში ჩემი ოცნება იყო. ამაყი ვარ, ერთად ვიბრძოლებთ, რათა ჩვენი ოცნებები ავიხდინოთ. ძალიან ბედნიერი ვარ.
პროექტმა დამარწმუნა, რომ აქ უნდა გადმოვსულიყავი. ვიცი, რისი მიღწევა სურს კლუბს და როგორ მუშაობენ აქ ფეხბურთელებთან. აქ არაერთ დიდებულ ფეხბურთელს უთამაშია. როდესაც პსჟ-ში გადმოსვლის შანსი მომეცა, ორჯერ არ დავფიქრებულვარ.
რამდენიმე ფეხბურთელს ვიცნობ. ფაბიან რუისთან „ნაპოლიში“ მითამაშია. ასევე ვიცნობ დონარუმას, რომელსაც აქ გადმოსვლამდე ვესაუბრე.
ლუის ენრიკე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, რომ მისგან ბევრ რამეს ვისწავლი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მის გუნდში ვითამაშებ.
მინდა ახალ გამოწვევებს, ახალ ოცნებებსა და მიზნებს შევეჭიდო. მინდა, უკეთესი ფეხბურთელი გავხდე და დავეხმარო გუნდს საუკეთესო შედეგების მიღწევაში.
პსჟ-ს ბაზა შთამბეჭდავია, აქ არის ყველაფერი, რაც საჭიროა მიზნების მისაღწევად. ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც ყველაფერი აქვთ, რათა პროგრესს მიაღწიონ.
მინდა, რაც შეიძლება მალე შევხვდე პარიზელ გულშემატკივრებს, მოუთმენლად ველი მათთან დადებითი ემოციების გაზიარებას. მალე შევხვდებით!“
შეგახსენებთ, რომ პარიზულ კლუბთან კვარას კონტრაქტი 2029 წლამდე იქნება გათვლილი. კვარა პსჟ-ში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.