„საქართველოს ქუჩებიდან პარიზის გულში“ | ლიგა 1 კვარას მიესალმა
საფრანგეთის ლიგა 1-ის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას გამოეხმაურა. ლიგა 1-მა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და 23 წლის გარემარბს ქართულად მიესალმა.
„კეთილი იყოს შენი ფეხი საფრანგეთში. საქართველოს ქუჩებიდან, პარიზის გულში. ხვიჩა კვარაცხელია აქაა“, - ნათქვამია პოსტში.
შეგახსენებთ, რომ პარიზულ კლუბთან კვარას კონტრაქტი 2029 წლამდე იქნება გათვლილი. კვარა პსჟ-ში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მედიის ინფორმაციით, ფრანგული კლუბი „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, „ნაპოლისთან“ შედარებით, პსჟ-ში კვარას ხელფასი 5-ჯერ გაიზრდება. გუშინ კვარამ სოციალურ ქსელში „ნაპოლისთან“ გამოსამშვიდობებელი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თქვა, რომ კლუბიდან წასვლის დრო დადგა.