„ეს შესანიშნავი მოგზაურობა იყო!“ - ნაპოლი კვარას დაემშვიდობა
„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას გამოეხმაურა.
„30 გოლი, 29 ასისტი და უთვალავი განსაცვიბრებელი მომენტი ამ კლუბში ისტორიის შექმნის პროცესში. მადლობა, ხვიჩა! ეს შესანიშნავი მოგზაურობა იყო!“ - წერია კლუბის სოცქსელებში მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
30 goals, 24 assists and countless jaw-dropping moments to make history with this club. ✨
— Official SSC Napoli (@sscnapoli) January 17, 2025
Thank you, Khvicha. It’s been an amazing journey! ????
???? #ProudToBeNapoli pic.twitter.com/RP7faMhzco
შეგახსენებთ, რომ პარიზულ კლუბთან კვარას კონტრაქტი 2029 წლამდე იქნება გათვლილი. კვარა პსჟ-ში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მედიის ინფორმაციით, ფრანგული კლუბი „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, „ნაპოლისთან“ შედარებით, პსჟ-ში კვარას ხელფასი 5-ჯერ გაიზრდება.
გუშინ კვარამ სოციალურ ქსელში „ნაპოლისთან“ გამოსამშვიდობებელი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თქვა, რომ კლუბიდან წასვლის დრო დადგა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვარას 29 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, ამიტომ სათამაშო კონდიციების აღსადგენად მას გარკვეული დრო დასჭირდება. სავარაუდოდ, მისი დებიუტი 25 იანვარს, პსჟ-რეიმსის მატჩში შედგება.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, პარიზელებს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი - „მანჩესტერ სიტისა“ და „შტუტგარტის“ წინააღმდეგ. ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გასვლის შემთხვევაში, პარიზული კლუბი კვარას განაცხადში დამატებას შეძლებს.