დენის ლოუ
Aa
Aa

დენის ლოუ გარდაიცვალა-ბოლო წევრი დიდი სამეულიდან

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და შოტლანდიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი დენის ლოუ 84 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. კარიერის მანძილზე მას „ჰადერსფილდ თაუნში“ (1956-1960), „მანჩესტერ სიტიში (1960-1961) და „ტორინოში“ (1961-1961) უთამაშია, თუმცა საუკეთესო წლები „იუნაიტედში“ აქვს გატარებული, რომლის შემადგენლობაშიც ყველა ტურნირზე ჩატარებულ 404 შეხვედრაში თავი 237 გოლით გამოიჩინა და კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.

2005 წელს ჯორჯ ბესტის, ხოლო 2023 წელს ბობი ჩარლტონის გარდაცვალების შემდეგ, ლოუ იყო ერთადერთი წარმომადგენელი იმ „ლეგენდარული სამეულიდან“, რომელმაც 60-იან წლებში „მანიუს“ დაუვიწყარი წარმატებები მოუტანა. გარდა საკლუბო უმაღლეს დონეზე გამოსვლისა, ის მას შოტლანდიის ეროვნულ გუნდში გამართულ 55 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გატანილი და დღემდე კენი დალგლიშთან ერთად, ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად ითვლება, ხოლო 1964 წელს „ოქროს ბურთის“ პრესტიჟული პრიზიც მოიგო.

ლოუ „იუნაიტედთან“ ერთად 2-ჯერ (1965, 1967) ინგლისის ჩემპიონი გახდა, თითოჯერ ასოციაციის თასი (1963) და ჩემპიონთა თასი (1968) მოიგო, ხოლო 2-ჯერ ინგლისის სუპერ თასი მოიპოვა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ დროს მანჩესტერ იუნაიტედი შონ კონერის დამატებას ცდილობდა!
ერთ დროს მანჩესტერ იუნაიტედი შონ კონერის დამატებას ცდილობდა!