არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„სამწუხაროდ, ეს სიმართლეა“ - ცარუკიანის პირველი კომენტარი საჩემპიონო ჩხუბიდან ჩახსნაზე

UFC მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერი, არმან ცარუკიანი, რომელიც ისლამ მახაჩევთან სატიტულო ჩხუბს ტრავმის გამო ჩაეხსნა, პირველი კომენტარი გააკეთა.

„სამწუხაროდ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ UFC 311-ზე ზურგის ტრავმის გამო ვერ ვიჩხუბებ, სიმართლეა. ეს ჩემს საბრძოლო კარიერაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. მადლობას ვუხდი UFC-ის გულისხმიერებისთვის. მოუთმენლად ველი ქამრისთვის ჩხუბის შესაძლებლობას. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა სომეხმა მებრძოლმა. 

View this post on Instagram

A post shared by Arman Tsarukyan (@arm_011)

მანამდე X-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა. მისი თქმით, ზურგის ტრავმის გამო ცარუკიანი საჩხუბრად მზად არაა, ამიტომ ისლამ მახაჩევის მეტოქე UFC 311-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მე-10 ნომერი, ბრაზილიელი რენატო მოიკანო იქნება.

ცნობისთვის, მახაჩევი-ცარუკიანის ჩხუბი UFC 311-ის მთავარი მოვლენა უნდა ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლივეირა მახაჩევი-ცარუკიანის ჩხუბზე: შემდეგი მე ვარ
ოლივეირა მახაჩევი-ცარუკიანის ჩხუბზე: შემდეგი მე ვარ