შტურმი, ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

2027 წლამდე შტურმში | კიტეიშვილმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა - 2026 წლამდე გათვლილი შეთანხმება კიდევ ერთი წლით, 2027 წლამდე გახანგრძლივდა. ინფორმაცია ამის შესახებ ავსტრიული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოთარ კიტეიშვილი:

„ამ კლუბში 2018 წლიდან ვთამაშობ, აქ შესანიშნავი დრო გავატარე, მაგრამ „შტურმთან“ ერთად ყოველთვის დიდ მიზნებს ვისახავდი. ეს არ შეცვლილა, ამიტომ მოხარული ვარ, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივო“.

კიტეიშვილის კონტრაქტის გახანგრძლივებას კლუბის სპორტული დირექტორი მიხაელ პარენსენიც გამოეხმაურა.

„ოთარ კიტეიშვილი ჩვენი გუნდის ლიდერია, რომელიც მოედანზე თავისი თამაშით, ასევე გასახდელში თავისი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი მიდგომით ყოველთვის წინ მიუძღვის გუნდს. მოხარულები ვართ, რომ ოთარმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და გააგრძელებს გრაცში დიდი მიზნებისთვის ბრძოლას. ბევრი გეგმა გვაქვს მასთან ერთად, ოთარს კი ჯერ კიდევ ბევრის მიცემა შეუძლია „შტურმისთვის“.

შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. მის ანგარიშზე „შტურმის“ მაისურით 208 მატჩია, რომელშიც კიტეიშვილმა 47 გოლი გაიტანა და 37 საგოლე პასი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიასთან ერთად რეგრესირებს - სტატია გიორგი მამარდაშვილზე
ვალენსიასთან ერთად რეგრესირებს - სტატია გიორგი მამარდაშვილზე