ცარუკიანი მახაჩევთან ჩხუბს ჩაეხსნა | ისლამის ახალი მეტოქე ცნობილია
UFC-ის მომდევნო ღონისძიება რამდენიმე საათში უნდა გაიმართოს. ლოს-ანჯელესი UFC 311-ს უმასპინძლებს, რომლის მთავარი მოვლენაც არმან ცარუკიანისა და ისლამ მახაჩევის დაპირისპირება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვითარება შეიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცარუკიანს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ოქტაგონზე ვერ გავა. რამდენიმე ცნობილი გამოცემის მიხედვით, სომეხმა მებრძოლმა ტრავმა მიიღო და UFC-ის ექიმებმა მახაჩევთან ორთაბრძოლის უფლება არ მისცეს.
???? Arman Tsarukyan is OUT of the fight against Islam Makhachev with an injury
— Championship Rounds (@ChampRDS) January 17, 2025
The UFC is currently looking for a replacement
(per @RedCorner_MMA) #UFC311 #UFC #MMA pic.twitter.com/LeaEAC11dT
UFC-იმ ცარუკიანის შემცვლელი იპოვა. საბრძოლო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, დენა უაითის თქმით, მახაჩევი რენატო მოიკანოს დაუპირისპირდება, რომელსაც ბენილ დარიუშთან უნდა ეჩხუბა.
BREAKING: Arman Tsarukyan is OUT of the #UFC311 main event.
— MMA Junkie (@MMAJunkie) January 17, 2025
Islam Makhachev vs. Renato Moicano now headlines for the lightweight championship on Saturday, per Dana White. pic.twitter.com/1Sl4bWrBqH
შეგახსენებთ, რომ მახაჩევისა და ცარუკიანის პირველი დაპირისპირება 2019 წლის აპრილში, UFC Fight Night 149-ზე გაიმართა და ისლამის გამარჯვებით დასრულდა.