პროხაზკას ღირსეული ჟესტი | სოლიდარობა სიმსივნესთან მებრძოლ გოგონას
ირჟი პროხაზკა მომდევნო ორთაბრძოლას UFC 311-ზე გამართავს და ჯამაჰალ ჰილს დაუპირისპირდება. ჩეხი მებრძოლი ჩხუბს განსხვავებული იმიჯით ხვდება და როგორც თავად განაცხადა, ამას განსაკუთრებული მიზეზი აქვს.
„ესაა ჩემი მხრიდან სოლიდარობის ჩვენება, რადგან მთავარი პოზიტიური ენერგიის გაცემაა. გადაპარსული თავის შთგონების წყარო ეშლია - გოგონა, რომელიც სიმსივნეს ებრძვის. გუშინ, ინსტაგრამზე, 1 მილიონ გამომწერს მივაღწიე და გადავწყვიტე, ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად, 1 მილიონი ჩეხური კრონა გამოვყო, რაც 50 000 აშშ დოლარზე ოდნავ მეტია“.
UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენა უაითმა გადაწყვიტა, პროხაზკასთვის მიებაძა და ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად, მანაც 50 000 აშშ დოლარი გამოჰყო. უაითისა და პროხაზკას გადაწყვეტილებას, MMA-ის ქომაგთა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მათ ქმედებები მოუწონეს.
ცნობისთვის, ეშლი მაკგარიტის სიმსივნე სექტემბერში დაუდგინდა. ქიმიოთერაპიის კურსების გამო, თმა სცვიოდა და გადაწყვიტა, პროხაზკას მსგავსი ვარცხნილობა გაეკეთებინა. ირჟიმ სოლიდარობა სწორედ მის მიმართ გამოხატა და ეშლი ჩხუბზე მიიპატიჟა.